ბათუმის “დინამომ” ავსტრიელი ფეხბურთელი დაიმატა
ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველი, ლუკაშ გროცურეკი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გროცურეკი მარცხენა გარემარბია, თუმცა თამაში მარჯვენა ფლანგზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია. მან 2020/2021 წლების სეზონის პირველი ნახევარი ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ “სანკტ-პიონტენში” გაატარა, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
გროცურეკი სხვადასხვა დროს ვენის “რაპიდში”, “ადმირაში” და გრაცის “შტურმში” გამოდიოდა. 2019-2020 წლების სეზონში, ის იჯარით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “კარლსრუეში” თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გროცურეკის გარდა, გიორგი ფანცულაია, გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ლაზარე კუპატაძე, ოლეკსანდრ აზაცკი, რაფაელ ჩუკვურა და ვამარა სანოგო დაიმატა.