ლუკაკუ vs იბრაჰიმოვიჩი: ვინ რა და რატომ თქვა სინამდვილეში?
იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს “ნერაძურის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და “როსონერის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. IFTV-მ გაარკვია, სინამდვილეში ვინ რა თქვა ინციდენტის დროს.
იბრაჰიმოვიჩი: “ვირი ხარ”.
ლუკაკუ: “წამოდი გვირაბში, გაჩვენებ, ჩვენ შორის ვინ არის ვირი”.
იბრაჰიმოვიჩი: “მიდი დედაშენს დაურეკე და შენი ვუდუს რიტუალები ჩაატარე, პატარა ვირო”.
ლუკაკუ: “შენც გიხმარ და შენს ცოლსაც, პატარა ძუკნა”.
ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიმავალი ლუკაკუ იბრაჰიმოვიჩისკენ გაიწია:
“დედაჩემზე ლაპარაკი გინდოდა, ბო*ის შვილო?”
ბელგიელი ფეხბურთელი “ინტერის” პერსონალმა ძლივს შეაჩერა.
რომელუ ლუკაკუს ვირი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა შეარქვეს, რომლებიც ბელგიელის თამაშით უკმაყოფილონი იყვნენ. მაშინ ლუკაკუ და იბრაჰიმოვიჩი “ოლდ ტრაფორდზე” თანაგუნდელები იყვნენ და შვედმა ფეხბურთელმა ამ ფაქტის შესახებ კარგად იცოდა.
რაც შეეხება ვუდუს, ეს მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა და ევროპული კათოლიციზმის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.
2017 წელს რომელუ ლუკაკუ “ევერტონთან” კონტრაქტის გახანგრეძლივებას აპირებდა. კლუბის ოფისში მთელი ხელმძღვანელობა იყო შეკრებილი, თუმცა მერსისაიდულ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ბელგიელ ფეხბურთელს დედამ დაურეკა, რომელიც მაშინ აფრიკაში სალოცავად იყო და უთხრა, რომ კონტრაქტისთვის ხელი არ მოეწერა, ვინაიდან ვუდუს ჯადოქარმა მის შვილს ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა ურჩია. საბოლოო ჯამში, ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, სადაც იბრაჰიმოვიჩი დახვდა.