პოჩეტინომ მბაპესა და მესის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან ლეო მესისა და კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.
“ვის არ უყვარს კილიანი? ის ყველას აყვარებს თავს თავისი სიცილით, სახით და ენერგიულობით. 19 წლის ასაკში ის უკვე მსოფლიო ჩემპიონია და ბევრი გასაოცარი რამ აქვს გაკეთებული. მბაპე განსაკუთრებული ფეხბურთელია.
მასთან მუშაობა ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მბაპეს უდიდესი პოტენციალი აქვს და მასთან თანამშრომლობა უკეთეს მწვრთნელად გაქცევს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, თუმცა ფაქტია, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს.
მის მომავალთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ “პარი სენ-ჟერმენში” კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება. კლუბსაც ამის იმედი აქვს.
რაც შეეხება მესის, რაც არ უნდა ვთქვა, ამას არასწორად გაიგებთ. მე ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც სხვა კლუბს ეკუთვნის, დიდ პატივს ვცემ. არ მინდა მათზე ვისაუბრო, რადგან ეს კლუბებს გააბრაზებთ,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.