რივალდო: “ბარსამ” შეცდომა დაუშვა, მესი რომ არ გაყიდა”
“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რივალდო ფიქრობს, რომ კატალონიურ კლუბს გუნდის ლიდერი ლიონელ მესი უნდა გაეყიდა, რათა დიდი ფინანსური რესურსი მიეღო. როგორც მოგეეხსენებათ, 33 წლის არგენტინელ ფეხბურთელსა და “ბლაუგრანას” შორის არსებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში გაუვა.
“სანამ მესის კარგი კონტრაქტი ჰქონდა, ის ბარსელონას” უნდა გაეყიდა. წინა ხელმძღვანელობამ მისი შენარჩუნებით შეცდომა დაუშვა. მათ მადრიდის “რეალისა” და კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ისტორიის გამეორებით ას მილიონ ევრომდე თანხის გამომუშავება შეეძლოთ.
სამწუხაროა, რომ გუნდი ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს შესაძლოა, უსასყიდლოდ შეელიოს. გავითვალისწინოთ კლუბში არსებული მძიმე ფინანსური სიტუაციაც. ჩემი აზრით, ლეოს წასვლა გარდაუვალია”, – ციტირებს რივალდოს სიტყვებს “ბეთფეარი”.
მესის დამატებით ყველაზე მეტად “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” არიან მოწადინებულნი.