“მერანმა” გუნდის კომენტატორი, მწვრთნელი და 12 ფეხბურთელი გაუშვა
მარტვილის “მერანის” ხელმძღვანელობა ფრიდონ ინჯიასგან ჯესი სურმავამ გადაიბარა, რომელმაც გუნდში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო.
“მერანიდან” 12 ფეხბურთელი წავიდა: ანდრე ნონოსი, ირაკლი ხვედელიძე, თორნიკე კაკუშაძე, ირაკლი საღარეიშვილი, ფელიპე პაიმი, გიორგი ქურდაძე, ვანო წილოსანი, ხოცო მარერა, ბექარ ჩხაბერიძე, თეიმურაზ შარაშენიძე, გიორგი გიორბელიძე და ვაჟა ქიქავა.
“მერანიდან” გაუშვეს მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე და მისი ასინტეტი ვლადიმერ ჭყონია.
“მერანიდან” წავიდა სპორტული მენეჯერი ოთარ ვარდანიძე.
და რაც მთავარია, გაუშვეს “მერანის” სპორტული კომენტატორი, რომელიც გულმხურვალედ გულშემატკივრობდა კლუბს ყოველი რეპორტაჟისას და ფანებისთვის გამორჩეული ფიგურა იყო.
ხვალიდან ახალი ფეხბურთელების დამატების შესახებ გამოაცხადებს.
იხილეთ “მერანის” ყოფილი კომენტატორის წაყვანილი მატჩი “სამგურალთან”, რომელიც ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.