ჯეკო “რომას” ზაფხულში დატოვებს
იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება, რომ “რომას” თავდამსხმელი ედინ ჯეკო კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
წყაროს თანახმად, ბოსნიელმა ფეხბურთელმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსენკამ დროებითი ზავი დადეს. როგორც მოგეხსენებათ, მათ შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც ჯეკო შემადგენლობიდან გარიცხეს. გუშინ ფეხბურთელმა თანაკლუბელებთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ედინ ჯეკომ მიმდინარე სეზონში “რომას” ფორმით 20 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტან ადა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.