მოურინიო: “ჩელსის” მწვრთნელობა რთული არ არის”
მოახლოებული ლონდონური დერბის წინ “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ჩელსიში” მუშაობის თავისებურებებზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩემი აზრით, “ჩელსის” მწვრთნელობა რთული არ უნდა იყოს, რადგანაც მე ჩემპიონატი სამჯერ მოვიგე, ანჩელოტიც ჩემპიონი გახდა, ისევე როგორც ანტონიო კონტე. კიდევ ვინ? ძალიან რთული არ უნდა იყოს,რადგანაც ჩვენ ტიტულების მოგება შევძელით.
“ჩელსის” ყოველთვის დიდი ფეხბურთელები ჰყავს კარგ მწვრთნელებთან ერთად და ბუნებრივია, რომ ასეთ კლუბებთან მუშაობა სასიამოვნოა. ეს ფეხბურთელები შენ ტიტულის მოგების შესაძლებლობას გაძლევენ.
მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ურთულეს ლიგაში თამაშია. პრემიერ ლიგა ამ დროისთვის სწორედ ასეთია. ტუჰელი ისეთი ჩემპიონატიდან მოვიდა, რომლის პრემიერ ლიგასთან შედარებაც არ შეიძლება. ის კარგად მოერგება იქაურობას,” – განაცხადა მოურინიომ.