კახა ცხადაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს’
კახა ცხადაძის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელობა თემურ ქეცბაიას შესთავაზა.
ცხადაძე ამბობს, რომ ის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე არ განიხილება და დღეს ეს თემა აქტუალური არ არის.
“ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ იქნება. მე როგორც ვიცი, ქეცბაიას ჰქონდა შემოთავაზება საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე. თუ დავაკვირდებით, თბილისის “დინამო” იყო თუ საქართველოს ნაკრები, ყველაზე კარგი შედეგები ქართველ სპეციალისტებს ჰქონდათ – ნოდარ ახალკაცი, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, გია გეგუჩაძე”, – თქვა ცხადაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა “საფეხბურთო ტაიმაუტში”.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ამჟამად კვიპროსულ “ანორთოსისს” ხელმძღვანელობს. რაც შეეხება ცხადაძეს, მან “ორდაბასი” დატოვა და ამჟამად უკლუბოდაა.