ინგლისური გრანდი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “ქალაქელები” გუნდში სერხიო აგუეროს შემცვლელის მოყვანას აპირებენ. ამით ბელგიელ ვარსკვლავს თავის ყოფილ კლუბთან, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, ანგარიშსწორების შესაძლებლობა მიეცემა.
მანჩესტერში ფიქრობენ, რომ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი ფინანსურად უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე გუნდში ლეო მესის, კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდის ან ჰარი კეინის მოყვანა.
The Athletic-ის ცნობით, “სიტი” ამავდროულად დენი ინგზის კანდიდატურასაც განიხილავს. ტრანსფერის ხარჯების შესამცირებლად ტიტულებისთვის მებრძოლი ინგლისური გრანდი ბარტერისთვისაც ემზადება.
ლუკაკუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 14 გოლით გამოიჩინა თავი. ინგზმა კი პრემიერ ლიგის 17 მატჩში 7-ჯერ შეაგდო მეტოქის კარში.