ანტონიო კონტემ ანდრეა ანიელის შეურაცხყოფას უპასუხა (ვიდეო)
კოპა იტალიას ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “იუვენტუსმა” “ინტერთან” სასურველი შედეგი დააფიქსირა (0-0, 1-2 პირველ მატჩში) და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
კამერებმა თამაშის მიმდინარეობისას დააფიქსირეს მომენტი, სადაც “იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ანტონიო კონტეს შემდეგი სიტყვებით მიმართა – “მოკეტე, იდიოტო!”. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კონტემ ამ ყოველივეზე ისაუბრა.
“იუვენტუსმა” სიმართლე არ უნდა დამალოს. ვფიქრობ, მეოთხე მსაჯმა ყველაფერი გაიგო და დაინახა.
ისინი უფრო თავაზიანები უნდა იყვნენ. “იუვენტუსმა” უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუშაობენ,” – განაცხადა კონტემ.
Juventus president Agnelli appears to insult Antonio Conte at the end of the game – Bianconeri sources claim that the Inter manager directed a middle finger at his former employer at half time. (Repubblica) pic.twitter.com/yxljGkOZ2S
— Get Italian Football News (@_GIFN) February 9, 2021