WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (446453) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გიორგი ვადაჭკორიამ სამსაჯო კარიერა დაასრულა და ვიდეო რეფერის სისტემას დანერგავს

თარიღი: თებერვალი 12, 2021

11 თებერვალს, დავით პეტრიაშვილი არენაზე ეროვნული ჩემპიონატების მომსახურე მსაჯების შეკრება დაიწყო. ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში 30-მდე მსაჯი ახალი სეზონის დაწყებადე ეტაპობრივად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, თეორიულ-ფიზიკურ მომზადებას და სავალდებულო ნორმატივებს ჩააბარებენ.

შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის გენერალური მდივნისა და სამსაჯო დეპარტამენტის მსაჯებთან შეხვედრა გაიმართა.

ცვლილებებია სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტში და აღნიშნულ დეპარტამენტს მიხეილ მაზიაშვილი უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეხვედრისას გაჟღერდა უკავშირდება ვიდეო რეფერის სისტემის საქმიანობის დანერგვას. აღნიშნულ მიმართულებას მსაჯთა დეპარტამენტში  გიორგი ვადაჭკორია უხელმძღვანელებს, რომელიც 2007 – 2020 წლებში ფიფას არბიტრი იყო და კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

გამოცდილი სპეციალისტი სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტს შეუერთდება და ფიფასთან კომუნიკაციაში ვიდეო რეფერის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. ფიფა-სთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა და სფფ-მ ვალდებულებების შესრულების მზაობა გამოთქვა, მათ შორის, ტექნიკური მოთხოვნების, გაშუქებისა და მსაჯების გადამზადების კუთხით.

მნიშვნელოვანი სიახლეა მიმდინარე წელს დაგეგმილ 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატთან მიმართებაში. ისტორიაში პირველად ქართველ მსაჯთა ბრიგადა სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებს. გიორგი ყრუაშვილი მარტში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს  მოემსახურება. გიორგი ყრუაშვილთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იმსაჯებენ.

💬 დავით მუჯირი: “მსაჯებმა, რომლებიც 2021 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას მოემსახურებიან სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. მოსამზადებელი შეკრება ერთი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც მსაჯები სპეციალურ ნორმატივებს ჩააბარებენ. ის მსაჯები, რომლებიც მზად იქნებიან ახალ სეზონში მსაჯობას უკვე 21 თებერვლიდან დაიწყებენ.

ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ვადაჭკორიას, რომელიც 13 წლის განმავლობაში 2007-დან 2020 წლამდე ფიფას არბიტრი გახლდათ. გიორგი 2021 წლიდან მსაჯთა კორპუსში გადმოინაცვლებს საქართველოში ვიდეო-რეფერის პროექტს უხელმძღვანელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მას ფიფასთან უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია, აღნიშნულ შეხვედრაზე მეც ვიმყოფებოდი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეო-რეფერის სისტემა რაც შეიძლება მალე დაინერგოს.

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მსაჯთა განყოფილებაში, ამ მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს მიხეილ მაზიაშვილის სახით, მსურს მას მივულოცო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.”

💬 გიორგი ვადაჭკორია: “პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გამოცხადებული ნდობისთვის. მე საქართველოში ვიდეო-რეფერის დანერგვის პროექტს ვუხელმძღვანელებ. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, ვგულისხმობ ფიფა-უეფასთან კომუნიკაციას და მსაჯების შიდა გადამზადებას. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ უკვე მომავალი სეზონისთვის დაგვრთავენ ნებას, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა დავიწყოთ.”

GFF



მსგავსი სიახლეები