“გაჩუმდი და პატივისცემა გამოიჩინე!” – ტერ შტეგენი ბურთის მომტან ბიჭს (ვიდეო)
11 თებერვალს, ესპანეთის თასზე “სევილია” საკუთარ მოედანზე “ბარსელინას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, კატალონიელთა მეკარე ტერ შტეგენი ბურთის მომტანმა ბიჭმა გააღიზიანა, რომელიც მსაჯს მუდამ “ბარსელონას” ფეხბურთელების “დასჯისაკენ” მოუწოდებდა.
ტერ შტეგენმა მას უთხრა: “გაჩუმდი. პატივისცემა გამოიჩინე. აქ იმისთვის არ ხარ, რომ ილაპარაკო. აქ იმიტომ ხარ, რომ შენი საქმე გააკეთო.”
“მარკას” ცნობით, გერმანელ კარის დარაჯს ბურთის მომტანმა ბიჭმა ირონიულად უპასუხა: “რადგან შენ მეუბნები, მეც გავჩუმდები… მე არ ვსაუბრობ, მხოლოდ ყვითელი ბარათების ჩვენებას ვითხოვ. არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე.”
მოგვიანებით, ამ ბიჭთან მსაჯი მატეუ ლაოსი მივიდა, რომელმაც მას უთხრა: “გთხოვ, ხელი შემიწყვე. როცა ბურთი ტრიბუნაზე გადმოვარდება, შენ უკან დაგვიბრუნე. ეს არის შენი საქმე, კარგი?”
Ter Stegen terganggu dengan teriakan ball boy. Wasit kemudian memintanya berhenti banyak bersuara karena sudah mengganggu.
Jadi ingat Eden Hazard dl pernah ada konflik nendang ball boy nya Swansea ✌🏻
— Football Fandom (@Fandom_ID) February 11, 2021