კასანო: “რონალდუს არ აინტერესებს, გაიტანენ თუ არა სხვები გოლს”
ანტონიო კასანომ პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ბებერი ქალბატონის” ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახლავთ 27 მატჩში გატანილი 23 გოლით.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ანდრეა პირლოს იდეებთან შეგუება რონალდუს გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია და მილიონობით გოლი აქვს გატანილი.
მას ყოველ მატჩში გააქვს გოლი, თუმცა პირლოს სისტემები მას წინააღმდეგობებს უქმნის. ის ყოველთვის ცოტათი ეგოისტი იყო. არ აინტერესებს სგაიტანენ თუ არა სხვები გოლს.
რონალდუ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გოლების გატანისთვის ცხოვრობს, დიდ მატჩებში გასაბრწყინებლად. ბოლო დროს კი სიტუაცია უარესობისკენ იცვლება. წლები მიდის და ის ახალ წინააღმდეგობებს აწყდება.
პარადოქსია – “იუვენტუსმა” იყიდა ფეხბურთელი, რომელასც ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქვს მოგებული და მაინც ასე უჭირს ლიგაზე თამაში. სარის შემდეგ ხდება ასეთი რამ. “იუვე” ცდილობს განსხვავებული სტილით ითამაშოს. პირლოს მწვრთნელობა 4-5 წლის შემდეგ უნდა განისაჯოს, მაგრამ “იუვენტუსს” ახლა სურს ყველაფრის მოგება,” – აცხადებს კასანო.