სანიოლი: “ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, თავისით ამოვარდება გუნდიდან”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მის გუნდში დისციპლინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, გუნდიდან ამოვარდება.
ფრანგმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ქართული მენტალიტეტი აკმაყოფილებს.
“ნაკრებში ყოფნისას, ბევრი დრო არ გაქვს ფეხბურთელებთან სამუშაოდ. დისციპლინა ჩვენი მომავალი წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე დიქტატორის როლი არ მსურს. მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, ყველაფერს გააკეთებენ ეროვნული გუნდისთვის თუ არა. მას, ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, თავად ამოვარდება გუნდიდან. როცა ერთად მუშაობისთვის ცოტა დრო გაქვს, უნდა დაეყრდნო ფეხბურთელებს, უნდა ენდო და გჯეროდეს მათი. ვინც შესაბამისად არ მოიქცევა, შანსი არ ექნება. უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ვარ და ქართული მენტალიტეტი დღემდე მაკმაყოფილებს”, – განაცხადა სანიოლმა პირველი არხის ეთერში.