სად შეიძლება ჩატარდეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი?
ფიფას მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტურნირია, რომელიც 1930 წლიდან ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მუნდიალის ყოველ გათამაშებას განსხვავებული მასპინძელი ჰყავს.
მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ჩატარდა სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე. მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ჩატარდება.
თუ ადრეულ წლებში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ტვირთს წარმოადგენდა, ბოლო დროს მუნდიალის მასპინძლობის უფლება დიდ მოგებასთანაა კავშირში და ბევრი მსურველიც ჰყავს.
ფიფამ 2018 წელს დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი უკვე დაადასტურა მოროკომ. გარდა ამისა, მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს პორტუგალიამ და ესპანეთმა, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა და სერბეთმა და არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ და ურუგვაიმ.