ბენზემა: “მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ინტერვიუ მისცა ჟურნალ ICON-ს, სადაც საფეხბურთო და პირად საკითხებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან.
რონალდუს “რეალიდან” წასვლა
“რონალდუს გუნდში ყოფნით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მისმა წასვლამ მომცა საშუალება, რომ განსხვავებული როლი მიმეღო. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.”
ზინედინ ზიდანი
“ის ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანია. მოედნის მიღმა, ყოველთვის მაძლევს რჩევებს.”
მეგობრობა
“მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს. მეგობრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
ფული
“მე იმ გარემოში გავიზარდე, სადაც ბევრი რამ რთულად იყო. როცა ვხედავდი უფროს ბიჭებს, რომლებსაც კარგად ეცვათ და ლამაზი მანქანები ჰყავდათ, მეც მინდოდა, რომ მათ დავსმგავსებოდი. ფული ბევრ რამეს აიოლებს, თუმცა ბედნიერებისათვის მილიონები არ არის საჭირო.”
რასიზმი ფეხბურთში
“ეს აღარასოდეს უნდა მოხდეს. საშინელება და სიბინძურეა. ჩვენ, ყველა ერთნაირი ვართ.”
მისაბაძი სპორტსმენები
“მე არ მყავდა კერპები, მაგრამ მყავს მისაბაძი მაგალითები. ფეხბურთში ასეთი ბრაზილიელი რონალდო იყო. აღტაცებული ვიყავი მაიკ ტაისონით.”