კლოპი: “სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის”
“ლივერპული” პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჩელსისთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1). ეს ზედიზე მეხუთე მარცხი იყო ლივერპულელებისთვის “ენფილდზე”. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა.
“ყველაფერი მეისონ მაუნტის ინდივიდუალურმა კლასმა გადაწყვიტა გოლის მომენტში. ორივე გუნდმა ბევრი იბრძოლა, თანაბარი თამაში იყო, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
პირველ ტაიმში თამაშგარის გამო “ჩელსის” გოლი გაუუქმეს. მეორე ტაიმშიც რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა ჰქონდათ. ჩვენც გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით.
დაცვაში კარგად არ გვითამაშია, როგორმე უნდა გამოვასწოროთ ხარვეზები. გოლი ჩვენივე შეცდომის გამო გავუშვით. ბურთის ფლობის ასეთი მაჩვენებლის ფონზე მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა. ბოლო პასი გვაკლდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს პრობლემები “ენფილდის” ბრალი არ არის. საერთო პრობლემასთან გვაქვს საქმე. სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის,” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან საუბრისას.