ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” მინიმალური სხვაობით დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” ესტუმრა და 0-1 იმარჯვა. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ გაიტანა. მანჯგალაძე-აზაროვმა კარგად გაითამაშეს, თუმცა აზაროვის ჩამოწოდებულს ვერავინ გამოეხმაურა და აუტზე გადავიდა. აუტიდან გაგნიძემ შეცდომა დაუშვა და ამაღლებული ბურთს მანგჯალაძე შესანიშნავად გამოეხმაურა და კვასხვაძეს გაუტანა. დარჩენილ წუთებში თბილისელებმა შეტევაში ვერაფერი გააწყვეს და ბათუმმა 3 ქულა მოიპოვა. პირველ ტაიმშიც ძირითადად აჭარლები დომინირებდნენ.
მოედანზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლევან მჭედლიძე დაბრუნდა, რომელმაც 75-ე წუთზე ნიქაბაძე შეცვალა.
ბათუმის “დინამო” 3 ტურის შემდეგ 7 ქულით დროებით გალიდერდა. ხვალ თავის მატჩს გორის “დილა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.
დინამო თბ 0-1 დინამო ბთ
გოლი: მანჯგალაძე 66
დინამო თბ: კვასხვაძე – სპორსკლეიდი, პაპავა (კობოური 36), ბენიო, მონხილი, გაგნიძე (კეიტა 78), რადინი, მექვაბიშვილი (ქარდავა 78) – მარუშიჩი, გაბედავა (კუცია 57) – ახვლედიანი (კასტრო 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
დინამო ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 92) – ტეიდი (ჩუკვურა 92), ალთუნაშვილი (გროზურეკი 81) – ჯიღაური, მამუჩაშვილი (ფანცულაია 81), მანჯგალაძე – ნიქაბაძე (მჭედლიძე 75)