ეროვნული ლიგა – სამივე მატჩი 0-0 დასრულდა
დღეს ეროვნული ლიგის მე-3 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე მატჩი 0-0 დასრულდა. “სამგურალმა” “თელავთან” მე-3 ფრე გააგორა, “დილას” შეეძლო “ლოკომოტივთან” მოგება 81-ე წუთზე, თუმცა ბიძინაშვილს პენალტი მამარდაშვილმა აუღო. ქულები “საბურთალომ” და “ტორპედომაც” გაიყვეს.
ჩემპიონატს კვლავ გორის “დილა” ლიდერობს 7 ქულით, თუმცა ბათუმის “დინამოსაც” 7 აქვს, “საბურთალო” მე-3 ადგილზე 5 ქულითაა. ბოლო ადგილს “სამტრედია” 0 ქულით იკავებს, მას 1 ქულით “ტორპედო” უსწრებს.
საბურთალო 0-0 ტორპედო
საბურთალო: მეგრელიშვილი – მალი, კაკუბავა, ჯგერენაია (ცნობილაძე 53), ლაცაბიძე – ტერა, ძებნიაური – ტაბატაძე (შულაია 63), მადრიჩენკო (ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ერისთავი 63) – ტაბატაძე
მთავარი მწვრთნელი: კორღალიძე
ტორპედო: შოვნაძე – ტაბატაძე, ნადარაია, მირცხულავა, ქაფინაიძე, ტუიჩიაბაევი – ბუკასი, მამასახლისი (გოგუაძე 95), რეკიში (ძარია 79) – ზიდანი, სალაკუ (შარვაშიძე 72)
მთავარი მწვრთნელი: აშვეთია 79
წითელი ბარათი: ძებნიაური
დილა 0-0 ლოკომოტივი
დილა: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (ეტოუ 88), ხურცილავა, სილვა – ნონდი (მოსიაშვილი 85), გაგნიძე, ღუდუშაური, ბუღრიძე (კამარა 73), ბიძინაშვილი – სანტოსი
მთავარი მწვრთნელი: დემჩენკო
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – დარცმელია (სამურკასოვი 61), შონია (გავაშელიშვილი 77) – კახაბრიშვილი, იმრანი, კირკიტაძე (მუკბანიანი 90) – სიხარულიძე
მთავარი მწვრტნელი: ჭიაბრიშვილი
თელავი 0-0 სამგურალი
თელავი: ჩოჩიშვილი – კაპანაძე, ძოწენიძე, ბერიაშვილი, ფაცაცია, შერგელაშვილი – ბაშელეიშვილი, ჯიქია – სოსიაშვილი (ხაბულიანი 61), შეყილაძე (ინჯგია 79), არდაზიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გოცირიძე
სამგურალი: ქვილითაია – თევზაძე (კალანდარიშვილი 59), ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი (დოლიძე 59), მჭედლიშვილი – ფონიავა, ბურჯანაძე – ლექვთაძე (ახვლედიანი 88), კუხიანიძე (ბუხაიძე 81), კირკიტაძე (ჩიხლაძე 46)
მთავარი მწვრთნელი: სოსიაშვილი