გრიზმანი: “ჩემპიონთა ლიგიდან ასე ადრე გავარდნას არ ვიმსახურებდით”
“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენთან” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:2 განადგურდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ანტუან გრიზმანმა ყოველივე ეს შეაფასა.
“ჩემპიონთა ლიგიდან ასე ადრე გავარდნას არ ვიმსახურებდით არც ჩვენ და არც ფანები. მაგრამ ასე მოხდა და ახლა ვეღარაფერს შევცვლით. დიდებულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა დაეცვათ თავი. ლეომ წარმოუდგენლად კარგი გოლი გაიტანა და შემდეგ გვქონდა შანსი პენალტის ნიშნულიდანაც. მაგრამ ნავასმა გასაოცრად ითამაშა.
რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვნანობთ. სირცხვილია ასეთი რამ რომ მოგვივიდა. მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა. სეზონის დასრულებამდე კი დიდი დროა დარჩენილი,” – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.us with the national team.”