მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი დაამხო
კილიან მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 25 გოლის გატანა შეძლო.
როგორც იცით, ფრანგი სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონას” დამარცხების (5:2 ორი მატჩის ჯამში) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ამ ორ მატჩში მბაპემ “ბლაუგრანას” 4 გოლი გაუტანა.
ასე რომ, 22 წლისა და 80 დღის ასაკში მბაპემ ლეგენდარული ლეო მესის რეკორდი დაამხო. ლეო მესი 22 წლის და 286 დღის იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 25-ე გოლი გაიტანა.
4 – Kylian Mbappé has scored four goals against Barcelona in this season's UEFA Champions League – the most a player has ever scored against the Spanish side in a single season in the competition. Daylight. pic.twitter.com/vhNSHrCLDJ
— OptaJoe (@OptaJoe) March 10, 2021