“იუვენტუსმა” რონალდუ, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე გაყიდოს
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან გავარდნის შემდეგ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ხმები კრიშტიანუს ტურინიდან წასვლის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელს გუნდის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
გავლენიან იტალიელ ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თუ დავუჯერებთ, “ბებერი ქალბატონი” რონალდუს სეზონის ბოლომდე გაყიდვის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
საქმე ის გახლავთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” ხელფასის სახით წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ ხელფასის გადახდა იტალიური გრანდისთვის პრობლემას წარმოადგენს.
რონალდუს “იუვენტუსთან” ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
#CristianoRonaldo could leave #Juventus at the end of the season. His contract expires in 2022 (€31M/year), but his salary is too high and Juve are considering a possible sale in summer. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) March 11, 2021