ტიაგო სილვამ კარიერაში 10 ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
ლონდონის “ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები დაასახელა. 36 წლის ბრაზილიელმა ათი საუკეთესო გამოარჩია.
“ანხელ დი მარია – ძალიან ტექნიკურია და შეუდარებელი ცაცია აქვს.
კილიან მბაპე – საოცარი სისწრაფე და ტექნიკური მონაცემები.
დიდიე დროგბა – მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საოცრად ძლიერი იყო, ძალიან დიდი ტექნიკური არსენალი ჰქონდა.
რობერტო ფირმინო – ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა. ისე მოძრაობს, რომ მცველები იბნევიან.
რომარიო – საჯარიმოში ძალიან ჭკვიანი იყო. ალბათ, ის საჯარიმოში საუკეთესო ფეხბურთელია.
ადრიანო – დროგბას მსგავსად, ის ფიზიკურად, საოცრად ძლიერი იყო და დაუჯერებლად ძლიერი დარტყმა ჰქონდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ეს ადამიანი დიდ მოტივაციას მაძლევდა და ვფიქრობ, ბევრ ბავშვისათვის სამაგალითოა იმის გამო, რასაც აკეთებს. მას საბრძოლო ხელოვნებაში შავი ქამარი ჰქონდა, შემდეგ კი ფეხბურთში გადმოინაცვლა. მისით აღტაცებული ვარ. საშუალება მქონდა, მასთან ერთად ერთ გუნდშიც მეთამაშა და მისი მოწინააღმდეგეც ვყოფილიყავი.
ნეიმარი – კლასი, სიჭკვიანე და მაგიურობა. ის, საკუთარი ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია.
კრიშტიანო რონალდუ – მისი პროფესიონალიზმი და სიყვარული ფეხბურთის მიმართ. აღტაცებული ვარ მისი მონდომებით და ყველაფრით, რასაც მიაღწია.
ლიონელ მესი – ის შეუდარებელია, რომელსაც ღმერთისგან საჩუქარი ერგო და რაც მთავარია, პროფესიონალია. ჩემთვის, ის საუკეთესო ფეხბურთელია.”
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვას “ჩელსის” გარდა, სხვადასხვა დროს “ფლუმინენსეში”, “მილანსა” და “პარი სენ-ჟერმენში” უთამაშია.