მოურინიო: “სამწუხაროა, მსაჯებს მატჩის შემდეგ ინტერვიუს რომ არ ართმევენ”
ჩრდილო ლონდონური დერბი “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის “მეთოფეთა” გამარჯვებით დასრულდა (2-1). მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მსაჯის მიერ ერიკ ლამელას გაძევების თემასაც შეეხო.
“სამწუხაროა, მსაჯებს მატჩის შემდეგ ინტერვიუს რომ არ ართმევენ.
ძალიან ცუდად ვითამაშეთ პირველ ტაიმში. 1-1 მატჩის მიმდინარეობას არ ასახავდა. საშინლად ვიტამაშეთ. ცუდად ვიცავდით თავს, არც ინტენსიურობა გვივარგოდა და არც პრესინგი. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იმალებოდნენ. ძალიან ცუდია.
მეორე ტაიმში წინსვლის შანსი გვქონდა, რომელსაც ვიყენებდით, თუმცა არის კითხვები რომელსაც მაიკლ ოლივერმა უნდა უპასუხოს, ისევე როგორც ვიდეორეფერის ოთახში მყოფმა პოლ ტირნიმ. კევინ ფრენდის ცნობით მსაჯს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ლამელას გაძევება და ვიდეორეფერი არ შეეწინააღმდეგა.
ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. 40-50 მეტრის მოშორებიდან დავინახე. შემდეგ აიპადზე ვნახე. თუ ვინმეს სხვა შთაბეჭდილება დარჩა, დიდი ალბათობით “არსენალის” ფანია, რომელსაც სეზონური აბონიმენტი აქვს ნაყიდი.
ფაქტია, რომ მაიკლ ოლივერის მსაჯობისას ჩემ გუნდებს არ უმართლებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.