იჰეანაჩომ საკუთარი ჰეთ-თრიქი მსოფლიოში ყველა დედას მიუძღვნა
14 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “შეფილდი” მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა. ამ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა მასპინძელთა თავდამსხმელმა, კელეჩი იჰეანაჩომ. ნიგერიელმა ფეხბურთელმა სტუმართა კარში გოლები 39-ე, 69-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იჰეანაჩომ დედის დღე (ინგლისში 14 მარტს აღინიშნება – ავტ) მსოფლიოში ყველა დედას მიულოცა.
“ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და ჩემს ჰეთ-თრიქს მსოფლიოში ყველა დედას მიუვძღვნი. მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს. ყველას ვულოცავ დედის დღეს”, – თქვა იჰეანაჩომ.
როგორც ცნობილია, ნიგერიელ თავდამსმელს დედა 2013 წელს მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაეცვალა.
If you didn't see Kelechi Iheanacho's post match interview after scoring a hatty today take a look..
What a lovely bloke. ♥️
📹 @footballdaily pic.twitter.com/bqYYFVLv33
— Footy Accumulators (@FootyAccums) March 14, 2021