ანხელ დი მარია შეცვალეს – არგენტინელის სახლში მძარცველები შეიჭრნენ
14 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ნანტი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩის 62-ე წუთზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ანხელ დი მარია შეცვალა და როგორც მალევე ცნობილი გახდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ.
ცვლილების გაკეთებამდე, პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მაურისიო პოჩეტინოს აცნობა, რომ ამ დანაშაულის დროს სახლში თავად დი მარიას ოჯახის წევრებიც იყვნენ. რამდენიმე ფრანგული გამოცემის ცნობით, მძარცველებმა ფეხბურთელის მეუღლე და შვილები მძევლად აიყვანეს, მაგრამ სხვა გამოცემებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და დაწერეს, რომ უვნებლები არიან.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მძარცველები მარკინიოსის სახლშიც შეიჭრნენ.
⚠️ Leonardo, PSG sporting director, called Pochettino on the bench for a serious conversation. Immediately, the coach replaced Di María.The reason: the player's house was robbed and his family was kidnapped. Di María left the field crying. 🙏pic.twitter.com/yC2R2bXT10
— Enock Essel Niccolo Makaville (@EsselKobina39) March 15, 2021