ოლივერ კანი: “ალაბას აგენტი რეალობას არის მოწყვეტილი”
მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორმა, ოლივერ კანმა, დავიდ ალაბას გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც იცით, ალაბამ დაადასტურა, რომ 13-წლიანი ბავარიული კარიერის დასრულებას სეზონის ბოლოს გეგმავს.
“ცალსახად უკმაყოფილო ვარ, რადგან ის [პინი ზაჰავი, ალაბას აგენტი] რეალობას არის მოწყვეტილი, რაც თავზარდამცემი რამ არის.
დავიდ ალაბას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გაწეულ სამსახურს. ალაბა ექსტრაორდინარული, გახსნილი და მეგობრული ადამიანია. ვცადეთ მისი შენარჩუნება, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ,” – ციტირებს კანის სიტყვებს Kicker.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებ 28 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი კარიერას. უცხოური ჯურნალ-გაზეთბი დროთა განმავლობაში ალაბას “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ლივერპულს”, “პარი სენ-ჟერმენს”, “იუვენტუსს”, “რეალსა” და “ბარსას” უკავშირებდნენ.