არბიტრების საკამათო და არასწორი გადაწყვეტილებები “ლოკომოტივი” – “შუქურას” მატჩში (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრაში “ლოკომოტივმა” “შუქურა” 2-1 დაამარცხა და 7 ქულა დააგროვა.
მართალია, მატჩში ოფიციალურად მხოლოდ 3 გოლი გავიდა, მაგრამ თამაშის დაწყებიდან 10 წუთში “ლოკომოტივს” ზუსტად 2 გოლი არასწორად გაუუქმეს.
ჯერ მე-4 წუთზე ირაკლი სიხარულიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და მარჯვენა კუთხეში შეაგდო, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სიხარულიძე თამაშგარეში არ ყოფილა.
მე-10 წუთზე ალექსანდრე გურეშიძემ საკუთარი მოედნიდან კირკიტაძე მეტოქის საჯარიმოში მოძებნა და თორნიკემ 1 შეხებით შესანიშნავად გაიტანა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა კვლავ თამაშგარე დააფიქსირა. კირკიტაძე პასის გაკეთების მომენტში მცველებზე უკან იდგა.
მე-19 წუთზე “შუქურას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფინიომ “ლოკოს” მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს დაასწრო და მამარდაშვილი ჯეფინიოს შეეჯახა. 30 წლის მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ გაძევების ნაცვლად მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა. ერთგვარად, მანამდე დაშვებული შეცდომები გამოასწორა.