ირმა ჭკადუა: “ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს 360 ათასი ლარი გადაურიცხა”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის და სასამართლო წესით სახლს ართმევს.
ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ საპასუხოდ განაცხადა, რომ 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის ბოლომდე ნიკა ყოველთვიურად შვილს დამატებითი ხარჯებისთვის 7500 ლარს უხდიდა. ასევე, დეკემბრის თვეში 85 ათასი დოლარი გადაურიცხა, რაც ლარებში მაშინდელი კურსით 280 ათასი ლარია.
ჭკადუა ამატებს, რომ ბასილაშვილს არ სურდა სასამართლო დავა ეწარმოებინა და მედიაციის წესით სურდა მორიგება და ამ მიზნით, ყოფილ ცოლს ჭავჭავაძის ქუჩაძე მდებარე ბინა დაუთმო, რაც მის საკუთრებაში იყო.
ბასილაშვილს გირაოს წესით სასამართლომ 100 000 ლარი დაუწესა. დოჰას ტურნირის მოგებისთვის 103 ათასი დოლარი ერგო. მას ცოლზე ძალადობას ედავებიან და შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.