ზლატანი დაბრუნდა – შვედეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისათვის
შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მარტში გასამართი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ქვეყნის პირველ გუნდში ბოლოს 2016 წელს ითამაშა.
შვედეთის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი), რობინ ოლსენი (ევერტონი);
მცველები: ლუდვიგ აგუსტინგსონი (ვერდერი), პიერ ბენგტსონი (ვაილე), ანდრეას გრანქვისტი (ჰელსინბორგი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი), მიკაილ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლ სტარფელტი (რუბინი);
ნახევარმცველები: იენს კაიუსტე (მიდტიულანდი), ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი), ალბინ ეკდალი (სამპდორია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი), კენ სემა (უოტფორდი), მატიას სვანბერგი (ბოლონია);
თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (კრასნოდარი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი), რობინ კვაისონი (მაინცი).
შვედები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 25 მარტს საქართველოს უმასპინძლებენ, სამ დღეში კი კოსოვოს ესტუმრებიან. იანეს ანდერსონის გუნდი 31 მარტს ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.