იგუაინი: “მესის “ინტერ მაიამიში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ”
გონსალო იგუაინი მიიჩნევს, რომ “ინტერ მაიამი” ლეო მესისთვის კარიერის გასაგრძელებლად შესაფერის ადგილს წარმოადგენს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერით ამერიკულ კლუბებთან ერთად “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” გახლავთ დაინტერესებული.
“ანდრეა პირლო MLS-ში მოვიდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი იყო, ისევე როგორც ტიერი ანრი, დავიდ ვილია და ბლაიზე მატუიდი. ვერ ვხედავ რეალურ მიზეზს, რის გამოც ლეო აქ არ უნდა გადმოვიდეს. თუ მას ეს ბედნიერს გახდის, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ.
კარიერის გარკვეულ ეტაპზე მესი გადაწყვეტს, თუ სად ურჩევნია კარიერის გაგრძელება. მან უნდა აირჩიოს, თუ რომელია საუკეთესო ვარიანტი პიროვნულ და სპორტულ დონეზე.
თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, მესის კალიბრის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის უნდა გააგრძელოს ბრძოლა,” – აცხადებს გონსალო იგუაინი.