რამდენს იღებენ საფეხბურთო ექსპერტები ხელფასის სახით?
დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით კი ინგლისში, პროფესიონალური ფეხბურთელები ხშირად გვხვდებიან საფეხბურთო ექსპერტების ამპლუაში. ამ სამსახურისთვის, როგორც გაირკვა, ტელევიზიებისგან საკმაოდ დიდ თანხასაც იღებენ.
სტატისტიკური მაჩვენებლები გვიჩვენებს, რომ გულშემატკივრებს მოსწონთ ყოფილი ვარსკვლავების მიერ მატჩებისა და კონკრეტული ეპიზოდების განხილვებისთვის თვალის დევნება და ასეთი გადაცემების რეიტინგი გაცილებით მაღალია.
საფეხბურთო ექსპერტების ხელფასი ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, განსაკუთრებით კი მათ რეპუტაციაზე. მაგალითისთვის, ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ექსპერტი გარი ლინეკერი გახლავთ. ეს უკანასკნელი ხელფასის სახით წელიწადში 1.8 მილიონ დოლარს იღებს. ინგლისის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა BBC-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალან შირერი კი გაცილებით ნაკლებს იღებს ხელფასის სახით. საუბარია 550 ათას დოლარზე წელიწადში. ჟერმე ჟენასი 238 ათას დოლარს იღებს, როდესაც იან რაიტის წლიური შემოსავალი 210 ათასი დოლარით შემოიფარგლება.
რაც შეეხება Sky Sports-ისა და BT Sport-ის ექსპერტებს, გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი დაახლოებით 1 მილიონ ფუნტს იღებენ წელიწადში ექსპერტის როლის შესრულებისათვის.