სტოიჩკოვი: “კრუიფი არჩევანს მბაპეს ტრანსფერზე გააკეთებდა”
“ბარსელონასა” და ბულგარეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ხრისტო სტოიჩკოვი, მიიჩნევს, რომ კატალონიურ გრანდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი სჭირდება.
როგორც იცით, საფეხბურთო სამყარო სპორტის ამომავალ ვარსკვლავად ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეს მიიჩნევს. “ბლაუგრანა” კი ორივე მათგანის შესაძლო ტრანსფერთან არის დაკავშირებული.
“ორი ან სამი ტრანსფერით საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა არის შესაძლებელი. პირველ რიგში, მარცხენა მცველი გვჭირდება, რადგანაც ალბას დრო მიდის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ალაბას შევიძენდი, რადგანაც მას სამ განსხვავებულ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შემდეგ კი ჰოლანდს ან მბაპეს გადმოვიბირებდი.
ვფიქრობ, “ბარსელონას” ამჟამინდელ სისტემაში ჰოლანდი უფრო ეფექტიანი იქნება. მაგრამ მწვრთნელი კრუიფი რომ იყოს, ის არჩევანს მბაპეს ტრანსფერზე გააკეთებდა. ის ცხრიანის გარეშე ითამაშებდა და თამაშს დემბელეზე, მბაპესა და მესიზე ააწყობდა,” – აცხადებს სტოიჩკოვი.