ვეინალდუმმა “ბარსელონასთან” შეთანხმებას მიაღწია
ჯორჯინიო ვეინალდუმმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი “ბარსელონაში” გეგმავს კარიერის გაგრძელებას.
როგორც ცნობილი ხდება, ვეინალდუმმა “ბარსელონასთან” პირობები უკვე შეათანხმა და დიდი ალბათობით, პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ჟოან ლაპორტა კლუბში დაბრუნების შემდეგ გადაიბირებს.
ვეინალდუმის მიერ “მერსესაიდელებთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, “ბლაუგრანას” მის ტრანსფერში თანხის გადახდა არ მოუწევს.
რონალდ კუმანს ვეინალდუმის გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ტრანსფერი პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ჩაიშალა.
ვეინალდუმი “ლივერპულს” 2016 წელს შეუერთდა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ენფილდელებმა” “ნიუკასლს” 25 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.