რომელი სპორტული გადაცემაა ყველაზე პოპულარული საქართველოში?
ქართულ სატელევიზიო სივრცეში 5 სპორტული თოქ-შოუ არსებობს და თითქმის ყველა წამყვან ტელევიზიას საკუთარი სპორტული გადაცემა აქვს. ამ მხრივ ყველაზე გამოცდილ ჟურნალისტად დიმა ობოლაძე მიიჩნევა, რომელსაც გადაცემა ნოდარ სიმსივესთან ერთად “იმედზე” კვირას, 13:00-ზე მიჰყავს. “რუსთავი 2”-ზე დავით ფრანგიშვილისა და ჯემალ ფარცახაშვილის “სპორტი საათია”, ყოველ ორშაბათს, ღამის 12 საათზე.
მთავარ არხზე დავით ერაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი “სპორტი დიდ ქალაქში” არიან, “პირველ არხზე” “სპორტული ტაიმაუტი”-ა გია თვალაბეიშვილთან, ლუკა ჭოჭუასთან და ხატია ალადაშვილთან ერთად 12:30-დან 13 საათამდე. ყოველ ხუთშაბათს “ტაიმაუტში” ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი გვევლინება, რომელსაც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრები ჰყავს.
Pos Tv -ზე წამყვანი საფეხბურთო კლუბ “შევარდენის” ყოფილი პრეზიდენტი გეგი კიკაბიძეა. გადაცემა პარასკევს, 22:45 წუთზე გადის. წარმოგიდგენთ ხუთივე გადაცემის მიახლოებით რეიტინგს გასული კვირის მიხედვით.
სპორტი იმედზე – 2.86%
სპორტი დიდ ქალაქში (მთავარი) – 2.6%
სპორტი საათი (რუსთავი 2) – 1.15%
სპორტული ტაიმაუტი (პირველი არხი) – 0.84%
სპორტი Postv-ზე – 0.55%