იანე ანდერსონი: “საქართველოს ნაკრები დიდ პატივისცემას იმსახურებს”
შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა საქართველოს ნაკრების ნაკრების შესახებ ისაუბრა. 58 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, რად უნდა ელოდოს ხვალინდელ მატჩში ქართველებისაგან.
“მეტოქის თამაშები განვიხილეთ. ეს არის გუნდი, რომელსაც ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ბოლო პერიოდში, მათ წარმატებები არ ჰქონიათ, ვერ მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაბალ საფეხურზეა, მეტოქე დიდ პატივისცემას იმსახურებს. ამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ცვლილებებისათვის მხოლოდ ორი დღე ჰქონდა.
ვუყურეთ საქართველოს ნაკრების დაცვით და შემტევ თამაშებს. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ბევრი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ზუსტად არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ ხვალ. თუმცა, ყველამ იცის, რომ მეტოქეს ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს. ძირითადი დრო საკუთარ თავზე მუშაობას დავუთმეთ”, – განაცხადა იანე ანდერსონმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება.