გალიანი: “ძალიან მეშინოდა, მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი”
“მილანის” ყოფილმა და “მონცას” ამჟამინდელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. 76 წლის სპეციალისტი ვირუსს 10 დღის მანძილზე ებრძოდა.
“7-დან 17 მარტის ჩათვლით გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ათი დღე იყო – ნამდვილი კოშმარი.
ოთახში ფანჯრებიც კი არ იყო, ჩემ წინ მხოლოდ კედელი იყო, რომელსაც გამუდმებით შევყურებდი. უნდა ვაღიარო, ძალიან მეშინოდა, მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი.
ყველაფერთან ერთა, კლაუსტროფობიაც მჭირს და ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა. ლიფტში ყოფნაც კი ცუდად მხდის, წარმოიდგინეთ 10 დღე მზის შუქიც არ მინახავს, რას ვიგრძნობდი.
17 მარტს უარყოფითი პასუხი მივიღე ტესტზე და სხვა პალატაში გადამიყვანეს. გამოგიტყდებით, საკმარისად ბედნიერი აღმოვჩნდი და მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი საფეხბურთო მიზეზებით, მაგრამ იმ პალატაში ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი,” – აცხადებს გალიანი.