ლუის ენრიკე: “საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან რთული მატჩი იყო. საბერძნეთთან მატჩის მსგავსი ან უფრო რთული თამაში იყო. საქართველოს ნაკრები დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები მატჩიდან მატჩამდე იზრდება. შესაძლებელი იყო, კიდევ უფრო მეტი გოლი გაგეტანათ. ნათელია, რომ ხარისხი იზრდება. საქართველოს ასეთი გაბედულობა მაყურებელმა შემატა.
კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა, დიდი კარიერა ექნება. მას წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ენრიკემ.