“თუ ასე გააგრძელებს, დიდი კარიერა ექნება” – ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.
როგორც იცით, ესპანეთმა საქართველო “დინამო არენაზე” 2:1 დაამარცხა. საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა.
“კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა, დიდი კარიერა ექნება. მას წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ენრიკემ.