სალაჰი: “ერთადერთი, რაც “რეალს” აკლია რონალდუს გოლებია”
მერსესაიდული “ლივერპულის” ეგვიპტელ ვარსკვლავს, მოჰამედ სალაჰს, “რეალთან” გასამართ მატჩზე ინტერვიუ Marca-ს ჟურნალისტებმა ჩამართვეს. საუბრისას სალაჰმა 2018 წლის ფინალიც გაიხსენა.
– ამჟამად “რეალში” აღარ თამაშობენ კეილორ ნავასი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი, ფეხბურთელები, რომლებმაც 2018 წლის ფინალში ითამაშეს. იმ დროინდელ გუნდთან შედარებით, გაძლიერდა თუ დასუსტდა “რეალი”?
– სულ სხვა გუნდთან გვაქვს საქმე. მათ დაკარგეს ისეთი დიდებული ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. ის საუკეთესო ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. მას უამრავი გოლი გაჰქონდა. მის შემცვლელად აზარი მოიყვანეს, თუმცა ტრავმები…
დღეს “რეალი” მეოთხედფინალშია და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთადერთი რაც აკლიათ, რონალდუს გოლებია. ვერ ვიტყვი, რომელი “რეალია” უკეთესი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდი მეოთხედფინალშია და მზად იქნება ჩვენთან საბრძოლველად.
– ვინ არის წყვილის ფავორიტი?
– ვფიქრობ, ორივე კლუბი ფორმის პიკშია. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში გავიმარჯვეთ. ორივე გუნდი მზად არის. ჩემპიონთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია,” – აცხადებს სალაჰი.
“ლივერპულსა” და “რეალს” შორის პირველი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება 6 აპრილს. განმეორებითი შეხვედრა კი 14 აპრილს არის დანიშნული.