რაიოლა: “ჰოლანდს ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, სადაც მოისურვებს”
ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ, პრესასთან ნორვეგიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ბოლო ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” ჰოლანდის ტრანსფერში 180 მილიონი ევროს მიღება სურს.
“ჰოლანდთან მიმართებაში ყველა შეცდა. მან ყველაფერი უფრო სწრაფად გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა. ჰოლანდი გარდაუვალი განვითარების წინაშე დგას.
მან თავის განრიგს წინ გაუსწრო. შეიძლება, ზედმეტად მზრუნველი ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ დორტმუნდში უნდა გადავსულიყავით და არა სხვა კლუბში. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭს ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, სადაც თავად მოისურვებს.
პირადად მე მაქვს ამ ბიზნესში 25-წლიანი გამოცდილების უპირატესობა. მე ეს თამაში შევცვალე ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ, ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მსგავს სიტუაციებში. მთავარია, ყველაფერი ფეხბურთელისთვის სასიკეთოდ გადაწყდეს,” – აცხადებს რაიოლა.