მბაპე: “ჩემ თავს ვეუბნები, რომ რონალდუსა და მესიზე უკეთესი ვარ”
კილიან მბაპე პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესოდ შეეხო ფეხბურთში ეგოს როლის თემას და აღნიშნა, რომ სწორედ ეს აიძულებს მას, რომ უფრო და უფრო ძლიერი გახდეს.
“ეგო? რა თქმა უნდა, ეგო დიდ როლს თამაშობს. როდესაც რთულ მდგომარეობაში ხარ, ბიძგს არავინ მოგცემს. საკუთარი თავი თავად უნდა დაარწმუნო, რომ მწვერვალების დაპყრობა შეგიძლია.
ხალხს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ეგო ფეხბურთელისთვის. გასაჭირში ყოფნისას შენ სახლში არავინ მოვა იმის სათქმელად, რომ ამ წინააღმდეგობების დაძლევა შეგიძლია. ეს შენ გონებაში უნდა იყოს. პრობლემასთან სრულად მარტო რჩები.
ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, ჩემ თავს ვეუბნები, რომ საუკეთესო ვარ. რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები არიან, მილიონი ისეთი რამ აქვთ გაკეთებული, რაც მე ჯერ არ გამიკეთებია. მაგრამ ჩემ თავში, ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ, რადგან არ მინდა, რომ საკუთარ თავს საზღვრები დავუწესო.
ზოგი თვლის, რომ ეგო არი ის, რის გამოც მეგობარს პენალტის შესრულების უფლებას არ აძლევ ან თანაგუნდელებზე მეტ ხელფასს ითხოვ. მხოლოდ ეს არ არის. ეგო არის პიროვნული რამ, რაც საკუთარი თავის გაუმჯობესების საშუალებას გაძლევს,” – აცხადებს მბაპე.