ეროვნული ლიგა – დღეს მხოლოდ “დინამო თბილისმა” მოიგო
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მე-2 დღეს 3 მატჩში 3 გოლი და მხოლოდ 1 გამარჯვებული – “დინამო თბილისი” ვიხილეთ. თბილისელებმა გორის “დილა” მიიღეს და სრულიად დამსახურებულად 1-0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიტანა. გაგნიძემ გუგეშაშვილის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც უხეიროდ მოიგერია და გაგნიძემ ცარიელ კარში შეაგორა. გაგნიძე მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან მაგრად გამოიყურებოდა და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. “დინამოს” 13 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. “დილას” 11 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
“დინამო ბათუმმა” “ლოკომოტივს” ვერ მოუგო. ანგარიში მე-6 წუთზე მამუჩაშვილმა ჯარიმის შემდეგ რიკოშეტით გახსნა. წლების შემდეგ კი კაშიამ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი შეაგდო და შეხვედრა 1-1 დასრულდა. კვლავ ძალიან კარგი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ბათუმს 12 ქულა აქვს, “ლოკოს” 11.
“შუქურასა” და “საბურთალოს” თამაში უგოლოდ დასრულდა.
ელიგა 6 თებერვალს “სამტრედიასა” და “ტორპედოს” მატჩით განახლდება.
დინამო თბილისი 1-0 დილა
გოლი: გაგნიძე 13
შუქურა 0:0 საბურთალო
დინამო ბათუმი 1-1 ლოკომოტივი
გოლები: მამუჩაშვილი 6 – კაშია 41