კონტე “იუვენტუსზე”: “მათი ტახტიდან ჩამოგდება დიდებული იქნება”
სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში მილანის “ინტერმა” საკუთარ კედლებში “სასუოლოს” დამარცხება შეძლო რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გოლების დახმარებით (2:1). მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ პრესასთან ისაუბრა.
“ჯერაც არ დამვიწყებია, როგორ აიბზუა ზოგმა ცხვირი, როდესაც ლუკაკუ გადავიბირეთ. ამბობდნენ, რომ ლუკაკუ გადამეტფასებული იყო. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი შრომის შედეგად მას ექსტრაორდინარული რაღაცების გაკეთება შეეძლო.
თავდამსხმელების მხრივ კარგ მდგომარეობაში ვართ. გვყავს ახალგაზრდა შემტევები, ისევე როგორც ალექსის სანჩესის მსგავსი გამოცდილი თავდამსხმელები. მათი მიზანი მხოლოდ გოლების გატანა არ არის, შავ სამუშაოსაც სიამოვნებით აკეთებენ.
სეზონის დასრულებამდე ცხრა მატჩია დარჩენილი და ყოველი მათგანი უნდა მოვიგოთ. “სკუდეტო” ცხრა წელი ერთი კლუბის ხელში იმყოფებოდა, მათი ტახტიდან ჩამოგდება დიდებული იქნება,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.