“თავისუფლებას გაუმარჯოს!” – გიორგი ასანიძის ემოციური სიტყვები მოსკოვიდან (ვიდეო)
9 აპრილს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანტონ პლიესნოიმ სამი ოქროს მედალი მოიპოვა!
96 კგ წონით კატეგორიაში, წარმოშობით უკრაინელმა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, ატაცში 180 კილოგრამი ასწია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან აკვრაში 213 კგ დააფიქსირა და აქაც ოქროს მედალს დაეუფლა. შესაბამისად, პლიესნოი, ორჭიდის ჯამშიც, ევროპის ჩემპიონი გახდა.
კამერებთან მყოფმა გიორგი ასანიძემ 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი გაკეთებული შავი სამკლავურისაკენ მიუთითა, შემდეგ კი ქართველებს მიმართა: “საქართველოს ეკუთვნის ეს ოქრო. თავისუფლებას გაუმარჯოს! ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ყველამ ერთად, ჯობია!”
საქართველოს მადლობა გადაუხადა თავად ევროპის ჩემპიონმა ანტონ პლიესნოიმაც.