ლაპორტამ “რეალთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
კატალონიის “ბარსელონას” ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“წინ რვა მატჩი გველის, რათა ჩვენ მიზანს, ლა ლიგის ჩემპიონობას მივაღწიოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. Visca el Barça!” – ვკითხულობთ ლაპორტას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 66-66 ქულით მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო” ლიდერობენ, “ბარსელონა” კი მათ ერთი ქულით ჩამორჩება. თუმცა “როხიბლანკოს” მეტოქეებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
We have eight matches ahead to achieve our objective of winning la Liga. I have no doubt that our team will fight until the end. Visca el Barça!
— Joan Laporta Estruch🎗 (@JoanLaportaFCB) April 10, 2021