როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგებას? (ფოტო)
11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 222 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 220 კგ.
აკვრაში ლაშამ 263 კგ ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძე, ორჭიდის ჯამში, ევროპის ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში 485 კგ ასწია და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 484 კგ.
ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატის მოგება ცნობილმა ირანელმა ძალოსანმა, მსოფლიოს ორგზის და ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ბეჰდად სალიმიმ მიულოცა, რომელმაც ლაშას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე კომენტარი დაწერა: “გილოცავ, ძმაო.”
შეგახსენებთ, რომ სალიმი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო.