როგორ ეხმაურებიან უცხოელები ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?
11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 222 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 220 კგ.
აკვრაში ლაშამ 263 კგ ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძე, ორჭიდის ჯამში, ევროპის ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში 485 კგ ასწია და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 484 კგ.
ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე სოციალურ ქსელებში უცხოელი გულშემატკივრები ეხმაურებიან. გთავაზობთ მათი გამოხმაურებების ნაწილს:
“ტალახაძე პრეზიდენტად!”
Talakhadze for president!💪
— Anne fait tout 💉 (@AnneBruijne) April 11, 2021
“ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდები ევროპის ჩემპიონატზე. 222 კგ ატაცში და ორჭიდში – 485. დაუჯერებელია.”
Nya VR till Lasha Talakhadze på EM. 222 i ryck och 485 sammanlagt. Otroligt.
— Henrik Harding (@TribeTestMgr) April 12, 2021
“ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისთვის 222 კილოგრამის აწევა ისეთივე რთულია, როგორც ჩემთვის ნათურის გამოცვლა. ის ძალოსნობის უსაინ ბოლტია, არაჩვეულებრივი სპორტსმენი.”
O Lasha Talakhadze bateu hoje o recorde mundial do snatch (arranco). Levantou 222kg com a mesma dificuldade que eu troco uma lâmpada.
Ele é o Usain Bolt do levantamento de peso olímpico, um atleta muito extraordinário.https://t.co/F2gYXU21eT
— gabiru (@gabiru) April 12, 2021
“ლაშა ტალახაძე შეუდარებელია. ალბათ, ის ახლა ყველაზე დომინანტი სპორტსმენია.”
Man Lasha Talakhadze is incredible. He may be the most dominant athlete currently 😳 222/263 good lord
— Josh Manto (@Sidearmslinger9) April 11, 2021
“მან 222 კგ ისე ასწია, როგორც მე ყავას ვსვამ.”
Ha sollevato 222kg con la stessa nonchalance con cui io bevo il caffè.
— Tuco (@DPoggio14) April 11, 2021
“ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ვუყურებ და გამიმართლა, რომ მსოფლიო რეკორდის ხილვის საშუალება მომეცა. პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ატაცში 222 კგ ასწია. ლაშა ტალახაძე.”
Me estoy comiendo el campeonato de europa de halterofilia y acabo de tener la suerte de ver un record del mundo, primer ser humano en la historia que levanta en arrancada 222kg😱😱😱
Lasha Talakhadze 🇬🇪👏🏼💪🏼
— Blue Xabaz (@BlueXabaz) April 11, 2021
“გორ მინასიანი და ლაშა ტალახაძე ძალოსნობის რონალდოები არიან. მათთის ყველაფერი მარტივია, განსაკუთრებით ქართველისთვის.”
gor minasyan e lashe talakhadze sembrano dei ronaldo della pesistica. fanno sembrare semplici le cose soprattuto il georgiano #direttaeurosport
— Francesco Mannarini (@francomannarini) April 11, 2021