სამი კანდიდატურა – ვინ შეცვლის მბაპეს “პარი სენ-ჟერმენში”?
უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება ინფორმაცია კილიან მბაპეს “რეალში” გადაბარგების შანსების ზრდასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი ხდება, ფრანგ სუპერვარსკვლავს უკვე გადაწყვეტილი აქვს მადრიდში თამაში.
შესაბამისად, პარიზული კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელის პოვნაზე. Telefoot-ის ცნობით გამოკვეთილია სამი მთავარი კანდიდატურა – ლეო მესი, მოჰამედ სალაჰი და ჰარი კეინი.
როგორც იცით, ლეო მესის ზაფხულში გადაწყვეტილი ჰქონდა “ბარსელონას” დატოვება და ჯერ კიდევაც შესაძლებელია არგენტინელი გოლეადორის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირება.
რაც შეეხება მოჰამედ სალაჰსა და ჰარი კეინს, “პარი სენ-ჟერმენი” თვლის, რომ მათ ინგლისში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს და შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში მათი გულის მოგება არ გაუჭირდებათ.