პირლომ თავისი სადებიუტო სეზონი ათქულიანი სისტემით შეაფასა
ანდრა პირლომ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა. როგორც იცით, პირლომ “ბიანკონერი” კოპა იტალიას ფინალში გაიყვანა, თუმცა სერია A-ს მოგებას დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს.
“ყველა მწვრთნელმა უნდა გაითავისოს, რომ საკუთარი შესაძლებლობები ყოველდღე უნდა დაამტკიცოს. პირადად მე ამ საქმეში ახალი ვარ და ჩემთვის ეს სეზონი დიდი გამოცდილება იყო.
ფეხბურთზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და დანებებას არ ვაპირებ, მინდა გავაგრძელო მუშაობა. ჩემ თავს ათიდან ექსი ქულით შევაფასებდი ამ მომენტისთვის. ვიცი, რომ უფრო მეტიც შემიძლია და პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ.
ჩემი ფილოსოფია მეტოქეზე და თამაშზე დომინირებაა, მოწინააღმდეგე მუდამ ზეწოლის ქვეშ უნდა გყავდეს. გარკვეული მიზეზების გამო მოედანზე ჩემი იდეების რეალიზება ვერ მოხერხდა, მაგრამ ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ,” – აცხადებს ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი.